გარანტია და დაზღვევა

საგარანტიო მომსახურება

Apple City_ში შეძენილ Apple_ის ტექნიკას, ასევე Harman/Kardon და JBL  პროდუქციას
გააჩნია შეზღუდული გარანტია 1 წლის ვადით, ხოლო Apple_ის ტექნიკაზე, ექსკლუზიურად Apple City_ში, ვრცელდება 1.5 წლიანი გარანტია

სხვა აქსესუარებზე და გაწეულ ტექნიკურ მომსახურეობაზე ვრცელდება 1 თვიანი გარანტია.

 

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გარანტიის პირობების შესახებ დაგვიკავშირდით +995 32 205 45 45
ან მობრძანდით  მისამართზე ჭავჭავაძის გამზ. 19 Apple City_ის მაღაზიაში.



 

დაზღვევა

თქვენთვის ყველაზე საყვარელ და ძვირფასს ნივთსაც კი შეიძლება შეემთხვეს მოულოდნელი უსიამოვნებები.
იმისათვის, რომ მსგავს შემთხვევებს თავი აარიდოთ ჩვენ გთავაზობთ შემოუერთდეთ
Apple_ის პროდუქციისათვის განკუთვნილ სადაზღვევო პროგრამას.

 

რა არის დაზღვევა?

დაზღვევის პროგრამაში ჩართვით თქვენ შეგიძლიათ იყოთ დარწმუნებული, რომ ერთი წლის განმავლობაში
სადაზღვევო კომპანია  აანაზღაურებს ტექნიკის შეკეთებას, თუკი თქვენი

Apple

_ის პროდუქცია
დაზიანდება მოხმარების დროს. სადაზღვევო არ ცვლის მწარმოებლის სტანდარტულ
საგარანტიო პირობებს, არამედ ავსებს და აფართოვებს მისი მოქმედების საზღვრებს.

 

რა პირობებსა და მომსახურებებს გვთავაზობს სადაზღვევო პროგრამა?

1.დაზღვევა უზრუნველყოფს ტექნიკის  აღდგენას ან შეცვლას ნებისმიერი დაზიანების შემთხვევაში, 
   მათ შორის სითხის მიერ მიყენებული ზარალის დროსაც.

2.ძარცვის, დაყაჩაღებისა და დაკარგვის შემთხვევაში თქვენს მიერ შეძენილი პროდუქციის
   ღირებულების ანაზღაურებას.

 

რა ჯდება ეს ყველაფერი?

დაზღვევის პროგრამაში ჩართვის ღირებულება გამოითვლება პროცენტებში
და შეადგენს პროდუქციის  ღირებულების 6%

 

როგორ დავაზღვიოთ ტექნიკა?

იმისათვის, რომ ვისარგებლოთ დაზღვევის პროგრამით, აუცილებელია გადაიხადოთ
დაზღვევისათვის განკუთვნილი თანხა და სანაცვლოდ მიიღოთ სადაზღვევო ხელშეკრულების
თქვენი პირი. დაზღვევის დროს აუცილებელია პირადობის მოწმობის, პასპორტის ან მართვის
მოწმობის წარმოდგენა. დაზღვევა ხდება ტექნიკის შეძენიდან მაქსიმუმ  24 საათის განმავლობაში

 

როგორ მუშაობს დაზღვევა?

თუკი თქვენი ტექნიკა დაზიანდება ან მოიპარეს, უნდა დაუკავშირდეთ სადაზღვევო კომპანიის 
საინფორმაციო განყოფილებას და შემდეგ მოხდება ტექნიკის შეკეთება ან შეცვლა.